- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ერთ წელზე ნაკლები
- ინგლისური,რუსული


ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი „მეტრომარტი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე რუსთავის ფილიალში:
კომპანია „მეტრომარტი“ არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. „მეტრომარტი“-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა-პროდუქტის პრეზენტაცია;
- ინვოისების და საგარანტიო ტალონის შევსება;
- სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი;
- ყურადღება დეტალებისადმი, პასუხისმგებლობა;
- დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.
- რეზისტენტულობა;
- ლოიალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამართილანობა და ეთიკურობა;
- გამართული მეტყველის უნარი
სამუშაო პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება; (ფიქსირებული + კარგი საბონუსე სისტემა)
- სრული განაკვეთი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@metromart.ge 2022 წლის 31 მაისი ჩათვლით გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!