ბუღალტერ/ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • ინგლისური,რუსული
06 მაი - 05 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „FINA“ აცხადებს ვაკანსიას  მხარდაჭერის ჯგუფში ბუღალტერ–ოპერატორის პოზიციაზე.  

 

ჩვენს შესახებ: 

კომპანია FINA  ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ქმნის, ნერგავს  და ავითარებს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას.  

კომპანია FINA 2011 წლიდან სთავაზობს მომხმარებელებს ეფექტურ პროგრამულ პროდუქტებს და მომხმარებლებს ბიზნესის მართვაში ეხმარება. ამჟამად კომპანია FINA ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას.   

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.FINA.ge 

 

პოზიციის მიზანი: 

სისტემის მომხმარებლებისთვის ტექნიკურად და პროგრამულად გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა. 

 

ძირითადი  მოვალეობები: 

  • სისტემის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სატელეფონო კონსულტაციის გაწევა 
  • მომხმარებლისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა კომპეტენციის ფარგლებში  
  • სისტემის დანერგვის  პროცესის უზრუნველყოფა 
  • მომხმარებლებისთვის ტრენინგების ჩატარება 

 

დამატებითი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება საბუღალტრო მიმართულებით 
  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტრულ აღრიცხვაში 
  • ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა 
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა 
  • მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესების ზუსტი დაცვა 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება 
  • გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი 
  • აქტიური მოსმენის უნარი 
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის დამუშავება 
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) თანდართული ფოტოთი ელ. ფოსტაზე: contact@fina.ge გთხოვთ,  წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერ-ოპერატორი“  

 

გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი