ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
06 მაი - 05 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „FINA“ აცხადებს ვაკანსიას  მხარდაჭერის ჯგუფში ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ჩვენს შესახებ:

კომპანია FINA  ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ქმნის, ნერგავს  და ავითარებს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას.

კომპანია FINA 2011 წლიდან სთავაზობს მომხმარებელებს ეფექტურ პროგრამულ პროდუქტებს და მომხმარებლებს ბიზნესის მართვაში ეხმარება. ამჟამად კომპანია FINA ემსახურება 4000-ზე მეტ ორგანიზაციას.  

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.FINA.ge

 

პოზიციის მიზანი:

მომხმარებლებისთვის ტექნიკურად და პროგრამულად გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა.

 

ძირითადი  მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა კომპეტენციის ფარგლებში
  • სისტემის მომხმარებლებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა
  • შესაბამის ოპერატორთან ზარის გადამისამართება
  • სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით
  • პროგრამის დანერგვის  პროცესის უზრუნველყოფა

 

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება
  • ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა საბაზისო დონეზე
  • ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
     

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი
  • მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება
  • გამართულად მეტყველების უნარი
  • აქტიური მოსმენის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) თანდართული ფოტოთი ელ. ფოსტაზე: contact@fina.ge

გთხოვთ,  წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“

 

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი