მარაგების კონტროლის გუნდის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
06 მაი - 05 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი Retail Group Georgia 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius , Kiko Milano, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo,  CHARLES & KEITH, Sergent Major,  La Senza,  Accessorize, და ა.შ.  

დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლში, სითი მოლში საბურთალოზე, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში. 

კომპანია ,,Retail Group Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას ,,მარაგების კონტროლის გუნდის ხელმძღვანელი’’-ს პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70 

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - 19:00მდე. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ზედამხედველობს მარაგების კონტროლის გუნდს, გეგმავს, ანაწილებს და განიხილავს პერსონალის მუშაობას, აფიქსირებს შეცდომებს და სთავაზობს სამუშაოს ეფექტურად შესრულების გზებს 
  • მართავს და აკონტროლებს შესყიდვების ორდერის დახურვის პროცესს 
  • ადგენს გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციის გრაფიკს 
  • მართავს კვირის დახურვის პროცესს 
  • ყოველკვირეულად მართავს და დროულად აგვარებს Oracle-ში ინვენტართან დაკავშირებულ ყველა შეცდომას 
  • უზრუნველყოფს დანაკლისების მართვის პოლიტიკის მოთხოვნების გატარებას. ახორციელებს ინვენტარიზაციას (ფიზიკური დათვლა და RFID) ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად ყველა ბრენდში, ამოწმებს და აგენერირებს ინვენტარის შეუსაბამობის რეპორტს. კოორდინირებას ახენს ადამიანური რესურსებისა და ზარალისგან დაცვისა და პრევენციის გუნდთან, წარუდგენს დანაკლისების რეპორტს ყველა დაინტერესებულ მხარეს. 
  • კოორდინაციაშია შემოსავლების აუდიტორთან, აწარმოებს რეპორტებს გაყიდვების არასრული მონაცემების შესახებ, ასევე განსხვავებებს RMS/RESA/ რეალურ გაყიდვებს შორის და კოორდინაციაშია IT გუნდთან, რათა დროულად იქნეს პრობლემები გადაჭრილი. 
  • მონიტორინგს უწევს მარაგებთან დაკავშირებულ ყველა შეცდომას და თანამშრომლობს საკითხში ჩართულ ყველა მხარესთან 
  • აწვდის ფინანსურ მენეჯერს გაყიდვების თვითღირებულებების შესახებ ინფორმაციას, მარაგების დაძველების მონაცემებს, ფიზიკურად არსებული მარაგებისა და სხვა მარაგებთან დაკავშირებულ ანგარიშებს, ზუსტი მონაცემების მიღების კუთხით  კოორდინაციაშია ბუღალტერიის გუნდთან  
  • ხელს უწყობს დეპარტამენტის საერთო მიზნების წარმატებით შესრულებას 
  • ზედამხედველობს გუნდის მუშაობის შეფასების პროცესს, ატარებს სასწავლო შეხვედრებს გუნდის წევრებთან, ასევე განიხილავს მათ შესრულებას და აძლევს დროულ უკუკავშირს შესრულების გასაუმჯობესებლად 
  • ხელს უწყობს პოზიტიური და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნას, ნდობის ჩამოყალიბებას, შესრულების მაღალ სტანდარტებს. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, აღრიცხვისა და კონტროლის მიმართულებით 
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ( ნაშთების მართვა, აღწერასა და რეპორტინგში) 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა: როგორც წერილობითი ასევე სასაუბრო  
  • კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word, PPP) მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე აპლიკაციების და პროგრამების გამოყენების სწრაფად ათვისებისა და გამოყენების უნარი 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ანალიტიკური აზროვნება და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი 
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე 
  • დროის მართვის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • სტრესის მართვის უნარი 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს 
  • კორპორატიულ დაზღვევას 
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV ფოტოსურათით შემდეგ  მისამართზე:  hrgeo@fahretail.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ,,მარაგების კონტროლის გუნდის ხელმძღვანელი’’ 

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა