ოფისის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
06 მაი - 05 ივნ
ვიპ


დეველოპერული კომპანიას „ნექსთ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- კორესპონდენციის ორგანიზება; შემოსული და გასული წერილების აღრიცხვა;
- ოფისში სამუშაო პროცესისათვის აუცილებელი გარემოსა და რეჟიმის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- მენეჯმენტის დას ხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძრვანელობების მიერ გაცემული დავალებების ფარგლებში მიმოწერის წარმოება;
- საოფისე მარაგების მართვა, სამეურნეო ხარჯვის კონტროლი და ოპტიმიზაცია;
- სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების ორგანიზება. კალენდარის მართვა;
- თანამშრომლების მივლინებების ორგანიზება, მგზავრობის და საცხოვრებლის ჩათვლით;
- საჭიროებიდან გამომდირინარე სხვა სერვისის მომწოდებელი კომპანიების მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა. შემდგომში შესაბამის მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროცესების მართვა;
- სტუმრების, პარტნიორების, კლიენტების მიღება-დახვედრა და საჭიროების შემთხვევაში გამასპინძლება;
- ოფისში არსებული ტექნიკური გამართულობის კონტროლი და შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობა;
- კომპანიის მძღოლის მომსახურების მოთხოვნის კონტროლი და კომუნიკაციის კოორდინირება.
ანგარიშვალდებულება:
- კომპანიის დირექტორი, კომერციული დირექტორი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
- სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება
კომპანია გთავაზობთ:
- ფიქსირებული ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- გაზრდის და განვითარების პერსპექტივას;
- მეგობრულ და ჯანსაღ გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე:hr@nextgroup.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი