პროექტის მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
06 მაი - 05 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია "ნექსთ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
განაკვეთი: სრული


ძირითადი ფუნქციები:

  • სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაყიდვების გუნდის ინფორმირება;
  • ობიექტის ფოტო და ვიდეო გადაღება მოთხოვნის შესაბამისად;
  • გაყიდვების თანამშრომლების სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სამშენებლო ობიექტზე მისული კლიენტების დახვედრა, ობიექტის პრეზენტაცია;
  • საპროექტო ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია და  საპროექტო ცვლილებების აღრიცხვა;
  • შეხვედრების ოქმების წარმოება და მონაწილე მხარეთათვის მიწოდება;
  • სამშენებლო გუნდის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების კონტროლი და შესაბამისობის კონტროლი კლიენტისთვის გაცემული დანაპირების ფარგლებში;
  • გაყიდვების გუნდის და მენეჯმენტის მიერ დაკისრებული პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდან (წერილობით და ზეპირი);
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის მართვის უნარი.

 


კომპანია გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • გაზრდის და განვითარების პერსპექტივას;
  • მეგობრულ და ჯანსაღ გარემოს.

 


დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე:hr@nextgroup.ge  სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა