კონტენტ მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
06 მაი - 02 ივნ
სტანდარტი
კომპანია შპს "დიჯიტალტექ" საქართველოში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიaს BE.GE-ს სახით. კომპანიის ზრდის პარალელურად ჩვენ მუდმივად ვეძებთ მოტივირებულ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით.
შპს "დიჯიტალტექ" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის სრულყოფილი აღწერების მომზადება
- პროდუქციის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლების მოძიება ვებ-სივრცეში, საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია მომწოდებელთან
- სტატიების, სიახლეების, ბლოგისთვის პოსტების მომზადება
- სხვა კონტენტთან დაკავშირებული საქმიანობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გრაფიკული რედაქტორის (მაგ: Adobe Photoshop) საშუალო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა!)
- გამართულად წერის უნარი ქართულ ენაზე
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
უპირატესობა მიენიჭება შემდეგი სახის დამატებით ცოდნა/გამოცდილებას:
- სოციალურ მედიასთან მუშაობის გამოცდილება
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი 11:00-16:00;
გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე. ანაზღაურებადი.
თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: davidskhirtladze@be.ge წერილს სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება დისტანციური ტესტირება.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი