მთავარი ბუღალტერი გრიგოლეთში
Trademark Collection By Wyndham Grigoleti
- სრული განაკვეთი
- 1600 - 2000
- ბაკალავრი
- 5 - 7 წლამდე
06 მაი - 05 ივნ
სტანდარტი
Trademark Collection By Wyndham Grigoleti - რომელიც წარმოადგენს გრიგოლეთში ერთადერთ 4 ვარსკვლავიან სასტუმროს, ეძებს კანდიდატს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - გრიგოლეთი
სამუშაო განაკვეთი - ნახევრად დისტანციური
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
- ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; მათ შორის მინ. 2 წლიანი გამოცდილება სარესტორნო და სასტუმრო მიმართულებით
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- პროგრამა ორისში ან FINA-ში მუშაობის გამოცდილება
მოვალეობები:
- ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
- შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
- გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
- დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
- გადარიცხვების წარმოება.
- საგადასახადო დეკლარაციების წარმოება;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
- RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამასთან;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- მარაგების მართვა
- ხელფასებისა და გადასახადების ჩარიცხვის უზრუნველყოფა;
- სავალუტო ანგარიშების გადაფასება და სალაროს კონტროლი ანგარიშებთან შესაბამისობაში;
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
- მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
გთხოვთ, მხოლოდ იმ კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმეები, რომლებიც აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ანაზღაურება 1600-2000 ლარის ფარგლებში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@primeservice.com.ge განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ მთავარი ბუღალტერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი