მოლარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
06 მაი - 28 მაი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე

 

გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში 8 საათი;

ადგილმდებარეობა: ისთ ფოინთი;

ანაზღაურება: 700 ლარი.



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
  • დღის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მენეჯერისთვის გადაბარება;
  • მენეჯერის დასვენების დღეს მენეჯერთან შეთანხმებით თანხის ინკასირება;
  • ინვოისების სიზუსტით გამოწერა/შევსება;
  • 1C  პროგრამაში მუშაობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • 1С პროგრამის ცოდნა.



კომპეტენციები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.



ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge

სათაურის ველში ( Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

 გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
მოლარე