ბიზნეს პროცესებისა და მეთოდოლოგიის განვითარების სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური
05 მაი - 04 ივნ
სტანდარტი


კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ბიზნეს პროცესებისა და მეთოდოლოგიის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ და ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნის ინიცირება;
- ადმინისტრაციული და ბიზნეს პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა გზით (ინტერვიუების ჩატარება, მონაცემთა ბაზების ანალიზი, პროცესებზე დაკვირვება);
- შიდა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება, განვითარება, მათი სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და დოკუმენტების სისრულის/მართებულობის დადასტურება, ასევე, მათში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება;
- პროცესების თანმიმდევრულობის აღწერა ტექსტური და სქემატური სახით, მათი შემდგომი ანალიზის, ოპტიმიზაციის, ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენისა და პრაქტიკაში მისი გამოყენების მდგომარეობამდე მიყვანის მიზნით;
- მეთოდოლოგიური დოკუმენტების კომპანიის მასშტაბით დანერგვის და დანერგვის შემდგომ პროცესში ჩართულობა დოკუმენტში მოცემული პროცესების გამართულობის დასადგენად;
- განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული პორტალების და შიდა ნორმატიული დოკუმენტების ბიბლიოთეკის მართვისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველიაბიზნეს ადმინისტრირების ან აუდიტის მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ადმინისტრაციული და ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება;
- პროცედურების, ინსტრუქციების, დებულებების, მეთოდური მითითებების მომზადების გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office; Microsoft office suite, Microsoft Visio ან ამ კონკრეტული პროგრამის ალტერნატივა.
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- დროის მართვის უნარი;
- აქტიური მოსმენის უნარი;
- მიზანდასახულობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ბიზნეს პროცესებისა და მეთოდოლოგიის განვითარების სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებას!
სხვა
ბიზნეს ადმინისტრირება