- სრული განაკვეთი
- 1800 - 2400
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
შპს ციფრული ტექნოლოგიები აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ ინფორმაცია:
კომპანია საქართველოს ბაზარზე ეწევა აქტიურ ბიზნეს საქმიანობას 2015 წლიდან და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ შეძლო გამხდარიყო 35-ზე მეტი წამყვანი მწარმოებლის ავტორიზებული პარტნიორი პროფესიონალური, სამხედრო და სამრეწველო კავშირგაბმულობის სისტემებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური და ქსელური გადაწყვეტილებების მიმართულებით როგორც საქართველოში ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გვირილების ქ.#15
სამუშაო განრიგი
- კვირაში ხუთი სამუშაო დღე
სამუშაო დღეები
- ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები
- 10.00 –18.00
შესვენების საათები
- 13.00 –14.00
ანაზღაურება:
- 1800-2400 ლარის დიაპაზონში, სამუშაო გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, ელ.ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება და საჭიროებისამებრ მათი გადამისამართება
- სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრების ორგანიზება
- კომპანიის ვიზიტორების დახვედრა/გადამისამართება
- კომპანიის ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში დახმარება (სტუმრისთვის სასტუმროს დაჯავშნა, აეროპორტში დახვედრის ორგანიზება, საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა)
- საოფისე მარაგების (სხვადასხვა სახის საკანცელარიო მასალა) კონტროლი და ნაშთებზე ხელმძღვანელის ინფორმირება
- კომპანიის თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება
- უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციაში ყოფნა/დავალებების შესრულება
- ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა ანგარიშგებების წარმოება სამუშაო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე
- საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების (არატექნიკური) თარგმნა
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებით კომპანიის თანამშრომლების მივლინებაში გამგზავრებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება (სამოგზაურო ჯანმრთელობის პოლისი, სასტუმროს და ბილეთების დაჯავშნა და ა.შ.)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოდილება
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (როგორც წერითი ასევე ვერბალური)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- კარგი წერითი უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სიახლის ათვისების უნარი
- დროის მართვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
- მყუდრო, მშვიდ ადგილას განთავსებულ ოფისის სივრცეს.
- კომპანია აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი ინფრასტრუქტურით/ტექნიკით და გააჩნია 4 სხვადასხვა ზომის საკონფერენციო სივრცე და შეხვედრების ოთახები.
- სამზარეულო ზონაში შესვენების საათებში უფასო კვება, ყავით და ჩაით უზრუნველყოფა.
- ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის სრულ ღირებულებას ფარავს კომპანია
- საჭიროების შემთხევვაში თანამშრომლების სასწავლო კურსის ღირებულების სრულად გადახდა
შერჩევის ეტაპები:
კანდიდატების შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე
რეზიუმეს გამოგზავნის წესი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@dtech.ge 2022 წლის 3 ივნისამდე.