გენერალური დირექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური
05 მაი - 04 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პრემიუმ დელიკატესების ქსელი  GASTRONOME , ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი ფილიალით და  SHOP&DINE კონცეფციის რესტორნებით Bistro By GASTRONOME ; Argentinian Steakhouse By GASTRONOME; ქართული რესტორანი „თამარა“.  

ამ ჩამონათვალს უახლოეს პერიოდში დაემატება აზიური კლუბ-რესტორანი ZEN.  

გუნდში ვეძებთ, GASTRONOME-ს ჯგუფში შემავალი რესტორნების გენერალურ დირექტორს.  

 

ძირითადი მოვალეობები:  

  • ჯგუფში შემავალი რესტორნების სტრატეგიული პოლიტიკების შექმნა და დანერგვა; 
  • სრული საოპერაციო ციკლის მართვა; 
  • F&B პროცესების სრული მონიტორინგი; 
  • რესტორნებში სერვისის მონიტორინგი; 
  • რესტორნების მომგებიანობის სტრატეგიის დაგეგვმა გრძელვადიან პერსპექტივაში და მათი განხორციელების მონიტორინგი; 
  • ყველა სახის ფინანსური ოპერაციის მართვა და კონტროლი; 
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სტრატეგიული ღონისძიებების და კამპანიების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი; 
  • პროცესების რეპორტინგი; 
  • კომპანიაში ჯანსაღი და ღირსეული სამუშაო გარემოს არსებობის უზრუნველყოფა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • უპირატესია მაგისტრის ხარისხი; 
  • სავალდებულოა კვებისა და სასმელების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე; 
  • სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება მაღალი და პრემიუმ კლასის რესტორნებში/სასტუმროებში; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • აუცილებელია გუნდის მართვის და მენეჯმენტის უნარი; 
  • სტრატეგიული გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური,წერითი)  

 

ანაზღაურება და ბონუსი  - განიხილება კანდიდატთან შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე; 

გრაფიკი : სრული , კვირაში 40 საათი; 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ N24  

თუ თვლით , რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე და ვაკანსიის ტექსტში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. cv@gastronome.ge  

 გისურვებთ წარმატებებს!  

TOP მენეჯმენტი
გენერალური დირექტორი/დირექტორი