პრაქტიკა იურიდიული მიმართულებით
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
06 მაი - 04 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

იურიდიული კომპანია ,,დი სი ეი ლეგალი",  იწვევს დაინტერესებულ პირებს   სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში პრაქტიკის გასავლელად,  კომპანიაში შესაძლო დასაქმების პერსპექტივით, იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნიათ მაღალი მოტივაცია მოკლე დროში დაეუფლონ იურისტის პროფესიას, შეისწავლონ  პრაქტიკულად როგორც იურიდიული დოკუმენტაციის მომზადების, ისე სასამართლო სამართალწარმოების პრინციპები.   პრაქტიკანტი გაეცნობა სასამართლო პრაქტიკას, სამართლის აქტუალურ საკითხებს და სამართლებრივი ნორმების პრაქტიკაში გამოყენების მეთოდიკას.   პრაქტიკანტი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სამართლის სხვადასხვა დარგში, კერძოდ: სისხლის, სამოქალაქო,  ადმინისტრაციულ,  შრომის, სამეწარმეო, სააღსრულებო, საგადასახადო და ინტელექტუალურ სამართალში. პრაქტიკანტი ადვოკატს გაუწევს აგრეთვე ტექნიკურ დახმარებას სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებასა და მომზადებული დოკუმენტაციის  გაგზავნის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.  საჭიროების და ინდივიდუალური უნარის შესაბამისად წარმოადგენს მხარეს და დაიცავს მის ინტერესებს სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებში თუ კერძო ორგანიზაციებში.   პრაქტიკის გავლა უფასოა. 

 

იურიდიული კომპანია პერიოდულად უზრუნველყოფს ტრენინგების, სემინარების, საჯარო დისკუსიებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, სადაც განხილულ იქნება სამართლის აქტუალური საკითხები.

  

  მოთხოვნები:

  • იურიდიული/სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი  დიპლომი ან იურიდიულ/სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა.
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი
  •  კომუნიკაბელურობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ  რეზიუმე (cv) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  vacancy.dcalegal@gmail.com

  კომპანიის ფაქტობრივი მისამართია: თბილისი, მელიქიშვილის გამზ. #9, მე-2 სართული. 

იურიდიული
იურისტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
ყვარელი, სხვა