ადმინისტრატორი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური
05 მაი - 01 ივნ
სტანდარტი


ჯორჯიან ფიტნეს გრუპი, რომელმაც 2017 წლის ნოემბერში საერთაშორისო ბრენდის World Class-ს პირველი ფიტნეს კლუბი გახსნა თბილისში, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
World Class არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 85 ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.
ფუნქცია/ მოვალეობები:
- მომხმარებლის რეგისტრაცია;
- კლუბის წევრების რეგისტრაცია ჯგუფურ პროგრამებზე, პერსონალურ ვარჯიშებზე და სხვა მომსახურებებზე;
- კლუბის წევრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
- კლუბში შემოსული ზარების მიღება და გადამისამართება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- მომხმარებლისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
- კლუბის წევრებისთვის სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლისთვის კონულტაციის გაწევა;
- ელექტრონული ფოსტის შემოწმება და მიმოწერის წარმართვა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ Intermediate);
- რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონზე ცოდნა (MS Office);
უნარები:
- გამართულად მეტყველებისა და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- თავაზიანი.
სამუშაო განრიგი: ცვლები
- თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე agogua@worldclass.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ „ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი