HoReCa მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
05 მაი - 04 ივნ
სტანდარტი
შ.პ.ს „კარმენ-ი“ - აცხადებს ვაკანსიას HoReCa მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
პროდუქცია -ყავა (ყავის კომპონენტები: cappuccino, კაკაო ,ნაღები და ა.შ.)
ძირითადი მოვალეობები:
- ჰორეკა ბაზრის მონიტორინგი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება;
- პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკებების წარმოება და შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობების აწყობა-განვითარება;
- არსებული პრობლემების სწორად და ეფექტურად მოგვარება.
- ჰორეკა ობიექტებისათვის ბრენდინგის შეთანხმება და განთავსების მონიტორინგი
- გატარებული ღონისძიებები ან შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტის მომზადება.
- პასუხისმგებლობა ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შესრულებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება ჰორეკას და საკვები პროდუქტების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილება B2B გაყიდვებში .)
- ენები - ქართული, ინგლისური და რუსული სასურველია.
- საოფისე პროგრამები - MS Word, MS Excel, MS PowerPoint.
პიროვნული უნარები
- ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@karen-trade.com
დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატებს. შემდგომი ეტაპი, გასაუბრება.
გისურვებთ წარმატებებს.
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)