კონსულტანტი
- სრული განაკვეთი
- ინგლისური
06 მაი - 04 ივნ
სტანდარტი


ქართული ტრადიციული სახლის აქსესუარების კომპანია "ძველი სუფრა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე საბურთალოს სითი მოლში სტენდთან და აქსის თაუერსში (ჭავჭავაძის გამზირი) მაღაზიაში.
ძირითადი მოთხოვნები:
- კარგი მეტყველების და კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
- ზრუნვა მაღაზიაში არსებული წესრიგისა და სტილის შენარჩუნებაზე;
სამუშაო პირობები:
- ნახევარი განაკვეთი ან სრული დღეები მონაცვლეობით (შეგიძლიათ სამუშაო დღეების სხვაგვარად არჩევა სხვა კონსულტანტებთან შეთანხმებით)
- სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00-მდე; ან 10:00-16:00
- შესვენება 1 საათი;
ანაზღაურება:
- დღიური ფიქსირებული 25₾;
- ნავაჭრის 2% თითოეული გაყიდული ნივთიდან;
- რეგულარული ბონუსი გაყიდული ნივთების რაოდენობის მიხედვით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მოკლე რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: contact@oldsupra.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი