საკაბელო ქსელის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
15 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს  ვაკანსიას  საკაბელო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე   ქ. თბილისში

 

სამუშაო აღწერილობა:

  • ტექნიკური საშუალებებისა და ქსელის კონკრეტულ უბანზე ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • სახაზო-საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა;
  • სააბონენტო ტერმინალების ძირითადი სახეობების სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვა;
  • სააბონენტო ხაზის დაზიანებული მონაკვეთის დადგენა და დაზიანების აღმოფხვრა;
  • სახაზო ნაგებობებისა და საკაბელო დამაბოლოებელი მოწყობილობების ტექნიკურად გამართული და  ხარისხიანი  ექსპლოატაცია;
  • ახალი ტელეფონის დასადგმელად წყვილების მოკვლევა და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუჯშაოების წარმოება;
  • დღის განმავლობაში DSl IPTV და სახაზო დაზიანების აღმოფვრა;
  • ტექნიკური პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • ტექნიკურ  სფეროში  განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო  სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

 

    სასურველია, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ფლობა

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge

2022 წლის 31 მაისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა  ვერ  განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტელეკომუნიკაციების მართვა