მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
05 მაი - 01 ივნ
ვიპ


მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიაში არსებულ ყველა ლოჯისტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღება
- სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება
- შესყიდვების მიმართულებით ფასების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ეტაპში ჩართულობა ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად
- საბაჟო პროცედურების და დოკუმენტების ადმინისტრირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
- საბაჟო რეგულაციების (იმპორტ-ექსპორტი) ცვლილებების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის გაცნობა, რეპორტინგი მენეჯმენტისთვის
- საბაჟოზე მისვლა და ყველა საჭირო პროცედურის განხორციელება
- შემოსული პროდუქციის დატვირთვის პროცესის მეთვალყურეობა
- ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელთან დროული კომუნიკაცია
- ERP ბაზაში პროგრამული განაცხადის გაკეთება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით
- ლოჯისტიკის ან/და საბაჟო პროცესების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
- ადგილმდებარეობა: ლილო
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სამოტივაციო პროგრამები
- სწავლებისა და განვითარების სისტემა
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა