- სრული განაკვეთი
- 800 - 1000
- რუსული,ინგლისური


კომპანია „ესპანო“ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით „ესპანური სახლი“. კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს, ესპანური ბრენდების მაღალხასისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს:
უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს,წებო ცემენტებს,ონკანებს,ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ სარემონტო მასალებს.
კომპანია „ესპანო“-ს გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციებზე, ხარისხით შედეგის უზრუნველყოფაზე და მინიმალურ სარეალიზაციო ფასებზე.
კომპანიის სერვისის უპირატესობებია:
მომხმარებლისადმი გულისხმიერი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ყოველთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ. ჩვენი გამოცდილებით და რათქმაუნდა მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით სრულყოფილი , ევროპული დონის კონსულტაცია.
კომპანია "ესპანო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის (მენეჯერის) პოზიციაზე ქ.თბილისში.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;(საშუალო დონეზე)
- სასურველია უმაღლესი განათლება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა (საშუალო დონეზე)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიში არსებული პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა და პროდუქციის რეალიზაცია
- გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება
- სალარო აპარატთან კეთილსინდისიერად მუშაობა;
- ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად და პირნათლად შესრულება;
პიროვნული და პროფესიული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური
- პრეზენტაბელური
- მოტივირებული
- შედეგზე ორიენტირებული
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
- კომფორტულ,საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.;
- მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
- სამუშაო საათები: 09;15 დან-18;15-მდე.
- დასვენების დღეები: შეთანხმებით მენეჯერთან (თვეში ხუთი) დღე სურვილის მიხედვით.
მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124
ანაზღაურება: 800-დან ____ 1000-მდე ლარამდე შესაძლებლობების და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ფოტოსურათით espano2012@gmail.com