მიმტანი
- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
05 მაი - 02 ივნ
სტანდარტი
ბუტიკუტი ტიპის სასტუმრო ძველ თბილისში აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
- დეტალებისადმი ყურადღება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა
- სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით
- სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება
- სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
- საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება
- სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
- მოწესრიგებული;
- აქტიური;
- ორგანიზებული;
- ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: info@strofi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი