არქიტექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
04 მაი - 27 მაი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 0322042020
მისამართი: შ. ნუცუბიძის 201

არქიტექტურული კომპანია "არქ არეა" წარმოადგენს არქიტექტურული პრაქტიკის მქონდე სტუდიას, რომელიც გახლავთ ექსპო 2018"-ის ოფიციალური სპონსორი, ჩვენი სტუდია საქართველოს  ბაზარს სთავაზობს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების პროექტირების სრულ პაკეტს:

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/Archarea.ge/

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამოქალაქო არქიტექტული პროექტირება
  • ახალი პროექტების მომზადება
  • ესკიზური პროექტების მომზადება
  • არქიტექტურული ნახაზების მომზადება (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად)
  • სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება
  • სამშენებლო ნახაზების მომზადება
  • ჯგუფთან ერთად დაგეგმოს ამოცანები და უზრუნველყოს მათი დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • გრაფიკული მასალის მომზადება - რენდერები, ფოტომონტაჟი, ა.შ.
  • პროექტების / ბინების დაგეგმარება
  • ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმება და ყველასაჭირო პროცედურის წარმოება;
  • ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, მასშტაბური პროექტების განხორციელება.
  • მიმდინარე პროექტების ცვლილება - კორექტირება
  • საპრეზენტაციო/სქემატური მასალების მომზადება სხვადასხვა გრაფიკული CAD პროგრამების გამოყენებით;
  • მუშა დოკუმენტაციებთან მუშაობა.
  • მიღებული და შესრულებული დავალებებების მიმდინარეობის კონტროლი.
  • სამშენებლო ობიექტებზე საპროექტო ზედამხედველობა საჭიროების  შემთხვევაში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, არქიტექტურის განხრით,
  • საქართველოში მოქმედი ყველა დადგენილების ცოდნა. ასევე 41-ე დადგენილება;
  • სამუშაო გამოცდილება ყველა კლასის, სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის მქონე პროექტებზე;
  • არქიტექტორული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, 3D MAX, Lumion.
  • სათანადო კომპიუტერული პროგრამების ფლობა- 3dsmax,Adobe Photoshop,Sketchup.
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 5+ წელი.

 

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან სახელფასო  რეინჯს + ბონუსები.
  • მზრდად კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

 

 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)  ელ. მისამართზე:

info@archarea.ge  სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

 

კომპანია  დეკოლიანი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 

გისურვებთ წარმატებას!

სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი