დღის და მორიგე ექთანი
- სრული განაკვეთი
- 3 - 5 წლამდე
- რუსული,ინგლისური
14 მაი - 03 ივნ
სტანდარტი


სამედიცინო ცენტრი ”მედიქლაბჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას დღის და მორიგე ექთნის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა სამედიცინო ან საექთნო განათლება;
- ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მიღება და საექთნო შეფასება;
- ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
- საექთნო მანიპულაციების მაღალი ხარისხით ცოდნა;
- ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- უსაფრთხოების წესების დაცვა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (სურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე: hr@mcg.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ექთანი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება)
გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი ტესტირებისთვის დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 ივნისი.
სამედიცინო
მედდა