რეზერვაციის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • რუსული,ინგლისური
04 მაი - 03 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„რუსტარ ონლაინი“  საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის,  „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია  ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას  6  ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი.  საქართველოში კომპანია  5  წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.   

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს,  სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს  და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. 

“რუსტარ ონლაინი”  აცხადებს ვაკანსიას   „რეზერვაციის   მენეჯერის“  პოზიციაზე. 

 

მოვალეობები: 

  • აგენტებთან კომუნიკაცია; 
  • ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია . 
  • ტურისტული პაკეტების შედგენა / სასტუმროების დაჯავშნა/ 
  • ჯავშნის სისტემაში ასახვა; 
  • გაყიდვების გაზრდა/კლიენტების მოზიდვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;  
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეზერვაციის მენეჯერის ან ტურ ოპერატორის პოზიციაზე. 
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 

 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; 
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; 
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • მიზანსწრაფულობა. 

 

კანდიდატების შერჩევა მოხდება  გასაუბრების საფუძველზე. 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@rustaronline.ge  ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

 

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.rustartourism.com  

გისურვებთ წარმატებას! 

 

ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები