სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი სპეციალისტი
- ნახევარი განაკვეთი
- 300 - 300
- საშუალო განათლება
- 1 - 2 წლამდე
- მართვის მოწმობაB
14 მაი - 03 ივნ
სტანდარტი


„ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ობიექტების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე, ხაშურში.
ძირითადი მოვალეობები (დეტალურად):
- ჯიხურების და საფირმო მაღაზიების შემოწმება სანიტარული ნორმების კუთხით თბილისსა და რეგიონებში (მაცივრების, მაცივრის მინების, იატაკის, კედლების, ჯიხურის მინების, მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავე).
- ჯიხურების გამყიდველის ჩაცმულობის კონტროლი (წინსაფარი, ქუდი, მაისური).
- ჯიხურში სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონტროლი.
- ჯიხურებში ფას-მაჩვენებლების და საინფორმაციო სტიკერების კონტროლი.
- ჯიხურების შემოწმების ოქმის შედგენა და ფინანსური სამსახურისთვის გადაცემა.
- ჯიხურში დაზიანებული და გაფუჭებული პროდუქციის აღრიცხვა, შესაბამისი ჩამოწერის ოქმის შედგენა და ფინანსური სამსახურისთვის გადაცემა.
- ჯიხურების ყოველდღიური ფინანსური მონიტორინგი - ფულადი სახსრების (სალაროს) დათვლა.
- სავაჭრო ობიექტებიდან ნავაჭრი თანხის აღება, კომპანიის ანგარიშზე შეტანა. ანგარიშზე შეტანილი თანხის ქვითრის ბუღალტერიისთვის მიწოდება
- ·ჯიხურებში ინვენტარიზაციის ჩატარება, შესაბამისი ოქმის შედგენა და ფინანსური განყოფილებისთვის გადაცემა.
- მატერიალური საწყობის ინვენტარიზაცია ყოველთვიურად (არაუმეტეს თვეში ორჯერ).
- ფინანსურ სამსახურთან მჭიდრო და შეთანხმებული ურთიერთობა.
- რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ეკონომიკური
- მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
- ანალიტიკური აზროვნება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მართვის მოწმობა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გაძლიერებული გრძნობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი
- თავდაჯერებულობა
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა
- დისციპლინირებულობა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი
- ანაზღაურება: 300 ლარი
შერჩეული კანდიდატს უნდა ყავდეს ავტომობილი
კომპანია უზრუნველყოფს საწვავით
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ CV მისამართზე vacancy@gdg.ge
ან დარეკონ +995 591 04 55 64
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
უშიშროება/დაცვა
ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი