ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
04 მაი - 02 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი

ხანგრძლივობა: გრძელვადიანი

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
  • სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
  • რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
  • სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
  • სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
  • RS.GE - ზე მუშაობა საჭიროების შემთხვევაში.

 

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა Fina, Oris - ის მაღალ დონეზე ცოდნა. უპირატესობა მიენიჭებათ პროგრამა Fina-ს მცოდნე კანდიდატებს (სასურველია სხვა პროგრამების ცოდნაც);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • გამოცდილება სადისტრიბუციო სექტორში

 

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

 

ხელფასი: 1000-1300 ლარი ხელზე გასაცემი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე hr@ge.gt.com - კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.

გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: “ბუღალტერი”.

წინააღმდეგ შემთხვეაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 1 ივნისი 2022

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)