სერვისის სუპერვაიზერი აეროპორტის ფილიალში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
14 მაი - 03 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

illy Caffè-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ვაცხადებთ ვაკანსიას პოზიციაზე:

 

სერვისის სუპერვაიზერი აეროპორტის ფილიალში

 

მოვალეობები

  • საკვების უსაფრთხოების პროცედურების კაფის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • კაფის ყოველთვიური გაყიდვებზე ზრუნვა და მიზნის მისაღწევად რესტორნის გუნდის ჩართულობის და მოტივაციის უზრუნველყოფა;
  • საკვების უსაფრთხოების პროცედურების უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციებზე დაყრდნობით. საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
  • მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
  • კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა.
  • ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების გამოყენება, მომსახურე პერსონალის ტრეინინგი და მონიტორინგი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
  • მომსახურე პერსონალისათვის ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • კაფეში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება, უსაფრთხოების ყველა პოლიტიკისა და პროცედურის დაცვის გზით;
  • ყველა სხვა პოზიციასთან დაკავშირებულ საჭირო ფუნქციების შესრულება;
  • მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
  • პრობლემების დროული აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება.

 

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა

 

პიროვნული უნართვისებები

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • დროის სწორად მართვის უნარი
  • მენეჯერული თვისებების მატარებელი
  • კომუნიკაბელური
  • ორგანიზებული

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი