სერვისის სუპერვაიზერი აეროპორტის ფილიალში
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
14 მაი - 03 ივნ
სტანდარტი


illy Caffè-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი.
ვაცხადებთ ვაკანსიას პოზიციაზე:
სერვისის სუპერვაიზერი აეროპორტის ფილიალში
მოვალეობები
- საკვების უსაფრთხოების პროცედურების კაფის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
- კაფის ყოველთვიური გაყიდვებზე ზრუნვა და მიზნის მისაღწევად რესტორნის გუნდის ჩართულობის და მოტივაციის უზრუნველყოფა;
- საკვების უსაფრთხოების პროცედურების უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციებზე დაყრდნობით. საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
- მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
- კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა.
- ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების გამოყენება, მომსახურე პერსონალის ტრეინინგი და მონიტორინგი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
- მომსახურე პერსონალისათვის ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- კაფეში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება, უსაფრთხოების ყველა პოლიტიკისა და პროცედურის დაცვის გზით;
- ყველა სხვა პოზიციასთან დაკავშირებულ საჭირო ფუნქციების შესრულება;
- მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
- პრობლემების დროული აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება.
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
პიროვნული უნართვისებები
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
- დროის სწორად მართვის უნარი
- მენეჯერული თვისებების მატარებელი
- კომუნიკაბელური
- ორგანიზებული
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი