იურისტი/ადვოკატის თანაშემწე
მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1500
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური
20 მაი - 03 ივნ
სტანდარტი
მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი აცხადებს ვაკანსიას იურისტი/ადვოკატის თანაშემწეს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად 1000–1500 ლარამდე.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ძირითადი მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
- კლიენტების წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
- შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
- სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
- სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.
- ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შეფასების მომზადება;
- კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
- ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
- სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
- საერთო სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა (აუცილებელია)
- იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- ადვოკატის მოწმობის ასლი.
დაინტერესებულმა განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kublashvili.lawoffice@gmail.com, subject-ში მოითითეთ იურისტი/ადვოკატის თანაშემწე .
იურიდიული
იურისტი,
ადვოკატი