მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • 400 - 700
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
04 მაი - 03 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

”ბაკარა”-ს მაღაზიათა ქსელი ქართველ მომხმარებლებს ემსახურება 2006 წლიდან. ქსელის ფილიალები წარმოდგენილია დიდ სავაჭრო ცენტრეში სავაჭრო კუნძულების (პავილიონის) სახით. ”ბაკარა” მომხმარებლებს თავაზობს ბრენდული ბიჟუტერიისა და ვერცხლის სამკაულების პრემიუმ კატეგორიას.

www.bakara.ge

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე გლდანის სითი მოლის ფილიალში 


ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის რეალიზაცია;
  • გაყიდვების პროგრამასა და სალარო აპარატთან მუშაობა;
  • პროდუქციის მიბარებაში, მოწესრიგებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
  • საქონლის აღწერაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;


პიროვნული თვისებები:

  • პოზიტიურობა, კომუნიკაბელურობა და მოტივირებულობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 6 საათიანი ცვლა, კვირაში 7 ცვლით და 1 დღე დასვენებით;
  • სამუშაო ცვლების მოქნილი განაწილება მორგებული პერსონალურ თანამშრომლების საჭიროებებზე;
  • საშუალო თვიური ანაზღაურება : კვალიფიკაციის მიხედვით 400 - 700 ლარის ფარგლებში;

 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე:  sales@bakara.ge და დასახელებაში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მოლარე კონსულტანტი - გლდანი").

კომპანიის წარმომადგენელი დაკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „აქსიმპორტმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ‘’აქსიმპორტის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.

 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე