სტაციონარული სერვისის უმცროსი ტექნიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
04 მაი - 03 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

EGT Georgia უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში  მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

 

კომპანია EGT Georgia აცხადებს ვაკანსიას სტაციონარული სერვისის უმცროსი ტექნიკოსის პოზიციაზე.

 

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

განათლება: უმაღლესი განათლება

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის მაკომპლექტებელი ნაწილების დიაგნოსტიკა/შეკეთება დეტალების დონეზე (მიკროსქემები, კონდენსატორები და ა.შ).

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;
  • ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • 1 წლიანი გამოცდილება ელექტრო ტექნიკის შეკეთების მიმართულებით;
  • მულტი ტესტერთან და სარჩილავთან მუშაობის გამოცდილება;
  • სქემების და ტექნიკური დოკუმენტების წაკითხვის უნარი;
  • აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის რუსული ენაც).

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
     
     

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ  მისამართზე: career.georgia@egt-bg.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაციონარული სერვისის უმცროსი ტექნიკოსი“.

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება