ქოლ-ცენტრის ოპერატორი/ონლაინ მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
20 მაი - 03 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

EGT Georgia უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში  მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

 

კომპანია EGT Georgia აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის/ონლაინ მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე (რუსულენოვანი ან ინგლისურენოვანი).

 

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

განათლება: უმაღლესი განათლება

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.
  • შემომავალი ზარების საჭიროების მიხედვით გადამისამართება/გადანაწილება.
  • სპეციალურ პროგრამაში ზარების რეგისტრაცია.
  • სპეციალურ პროგრამაში კლიენტებისგან მოთხოვნილი სერვისების რეგისტრაცია.
  • ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა.
  • მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, კლიენტთა მომსახურეობის სფეროში.
  • 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook).
  • აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად, რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის ორივე ენა).

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ლოგიკური აზროვნების უნარი.
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
      

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ  მისამართზე: career.georgia@egt-bg.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქოლ-ცენტრის ოპერატორის/ონლაინ მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი (რუსულენოვანი ან ინგლისურენოვანი).

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი