პროფილაქტიკის უმცროსი ტექნიკოსი
თბილისი, ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • ერთ წელზე ნაკლები
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
04 მაი - 03 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

EGT Georgia უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, რომელიც იზიდავს ამ დარგის ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტებს. მრავალი წლის განმავლობაში  მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში და ამით თამაშობს საკვანძო როლს საქართველოს სათამაშო ბიზნესში.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან გაზრდასა და განვითარებაზე.

 

ვაკანსი: პროფილაქტიკის უმცროსი ტექნიკოსი. (თბილისი, ბათუმი)

 

მდებარეობა: თბილისი/ბათუმი;

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;

განათლება: საშუალო ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;

ენები: ქართული,(სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების  გაწმენდითი/პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება.

 

მოთხოვნები: 

  • საშუალო ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;
  • ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • 6 თვიანი გამოცდილება ელექტრო მოწყობილობებთან და მათ შეკეთებასთან დაკავშირებულ დარგში;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია - მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მექანიკური გადაცემათა კოლოფი);
  • აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა,(უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის უცხო ენაც).

 

პიროვნული თვისებები:

  • საკუთარი სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა;
  • პატიოსნება, მიუკერძოებლობა, დარწმუნებულობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი;
  • დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ  მისამართზე: career.georgia@egt-bg.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პროფილაქტიკის უმცროსი ტექნიკოსი“.

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება