სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
- სტაჟირება
04 მაი - 03 ივნ
სტანდარტი
ენერგონი აცხადებს სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი, გოჩა ცქიტიშვილის N2
სტაჟირების პერიოდში თქვენ შეისწავლით და მონაწილეობას მიიღებთ:
- ბიუჯეტის შედგენის და პირველადი ინფორმაციის დამუშავების პროცესში
- შემოსავლების, ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების შედარება/ანალიზში ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან
- ფინანსური ანგარიშგებების შედგენასა და კონტროლში
- მიმდინარე პროექტების ფინანსური სტატუსების განახლებაში
- გადარიცხვების განხორციელებაში
- სავალუტო ოპერაციების წარმოებაში
- დებიტორების და კრედიტორების კონტროლში
- კომუნიკაციაში საფინანსო ინსტიტუტებთან
- სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაში და რეპორტების მომზადებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასრუველია გქონდეთ უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნეს ადმინისტრირებაში (კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით excel-ის) კარგად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 04 ივნისი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ენერგონმა“დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)