- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია ,,ჯითექსი“ 14 წელია რაც ბაზარზე ფუნქციონირებს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, OVS, Enza home, Terranova, English Home, Matalan.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული ოპერაციების შესრულება SAP Bisness One-ში;
- ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი;
- მარაგების შესყიდვის ოპერაციების ასახვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
- შემოსავლების კონტროლი;
- სალაროების კონტროლი;
- შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა.
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა Excel-ის ზედმიწევნით ცოდნას).
პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ამოცანებზე დროული რეაგირების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:
- ერთმანეთის მხარდაჭერა;
- ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
- შრომისმოყვარეობა;
- მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
- სიახლეებისადმი ღიაობა;
- იდეების/ინიციატივების ღიად გაზიარება;
- მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
- სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)
- ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge არაუგვიანეს 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით.
ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: „ბუღალტერი“
წარმატებებს გისურვებთ!