მიმტანი
- სრული განაკვეთი
- საშუალო განათლება
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
03 მაი - 31 მაი
სტანდარტი
რესტორანი „ქოუზი ქორნერი“ ყაზბეგში აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი - დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგი.
ძირითადი მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:
- ქართული და ინგლისური ენების რესტორნის დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებული და სასიამოვნო გარეგნობა;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
- სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
- მაგიდების მომზადება;
- სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება;
- საკვებისა და სასმელების შეკვეთის მიღება;
- საკვებისა და სასმელების სტუმრებისათვის მირთმევა;
- კერძებითა და მომსახურებით სტუმრების კმაყოფილების გადამოწმება და ნებისმიერი სახის ხარვეზის გამოსასწორებლად სათანადო ქმედება;
- ანგარიშის გადახდის კოორდინირება.
სამუშაო პერიოდი: 2022 წლის 30 ოქტომბრამდე
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს ფიქსირებულ ხელფასს , კვებასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (3X4) არაუგვიანეს 2022 წლის 30 მაისს მისამართზე: restaurant@cozy.ge და უნდა მიუთოთონ წერილის თემის ველში ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი