დასუფთავების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
03 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პოზიცია: დასუფთავების სპეციალისტი

დამქირავებელი: აქსის თაუერსი  

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლიანობის გრაფიკი

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიურად კომპლექსის ლობის დასუფთავება.
  • ყოველდღიურად კომპლექსის ლობის, დერეფნების და ლიფტების როგორც სველი, ასევე მშრალი წესით დასუფთავება.
  • სანაგვე ურნების დაცლა და ნაგვის გატანა.
  • განთავსებული ავეჯიდან და ტექნიკიდან მტვრის გადაწმენდა.
  • საერთო მოხმარების სველი წერტილების დასუფთავება და საპნით, ხელსახოცებით, აეროზოლით და ა.შ. აღჭურვა.
  • ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების შეძენის საჭიროების შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი, პოზიციასთან და ფუნქციებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება.

 

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება
  • სასურველია დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ჰიგიენისა და სანიტარიის დაცვის წესების, ტერიტორიისა და სამუშაო არეალის სანიტარიზაციის პროცედურების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ქიმიკატების გამოყენების წესების ცოდნა;
  • საჭირო თვისებები და უნარები: გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა.

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@axistowers.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა.

 

გთხოვთ, ელ. ფოსტის „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

 

წარმატებას გისურვებთ!

დასუფთავება
დამლაგებელი