აღმზრდელ-პედაგოგი
- სრული განაკვეთი
05 მაი - 02 ივნ
სტანდარტი
პოზიცია: აღმზრდელ-პედაგოგი 2022/2023 სასწავლო წელი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
აუცილებელი მოთხოვნა:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად შერჩევის პროცესში
- ასევე უპირატესობად ჩაითვლება შემოქმედებითი უნარები_ მუსიკალური, ხატვის და სხვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- შემოქმედებითი
- ორიენტირებული პროფესიული განვითარებაზე
- პუნქტუალური
- აქტიური და კომუნიკაბელური
- მრავალფეროვნების მიღების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
ფუნქციები და მოვალეობები:
- აღსაზრდელების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა
- ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარება.
- ბავშვის ფსიქო-სოციალური და ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
- ბავშვების განვითარების შეფასება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ (შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით).
- თანამშრომლობა მულტიდისციპლინარულ გუნდთან და სამუშაო პროცესში მათი რეკომენდაციების გათვალისწინება;
- თანამშრომლობა მშობლებთან და მათი ჩართულობის გაზრდა საგანმანათლებლო პროცესში.
- მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით ჯგუფის დღიური განრიგის, გრძელვადიანი სასწავლო გეგმის შემუშავება/განვითარება.
- სასწავლო წლის და სემესტრის შემაჯამებელი/დამამთავრებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და პროცესში მონაწილეობა.
- განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა. ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და სხვ.
- ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა;
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების ცოდნა.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე , ფოტო-სურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@felix.ge
სხვა შემთხვევაში ვაკანსიის განხილვა არ მოხდება.
რეზიუმეების (CV) მიიღების ბოლო ვადაა 25 მაისი.
მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება