ბელბოი კვარიათში
ბათუმი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
03 მაი - 02 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ლიც რეზორეტი“ – 101 ნომრიანი მაღალი კლასის რეზორტი სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.

 

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეებს - ბოულინგს,ბილიარდის კლუბს, საბავშვო ზონას, 3 რესტორანს, სპა ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ჯაზ კლუბს და ა.შ.


ლიც რეზორტი აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:

  •  თავაზიანად გაუწიოს დახმარება სტუმართან ურთიერთობის წარმომადგენელს, მიიტანოს ბარგი ნომერში და უზრუნველყოს სტუმრის ნომერში განთავსება 
  •  შეამოწმოს დღის მოსალოდნელ სტუმართა სია
  •  აღმოუჩინოს დახმარება სტუმარს ბარგის გადაადგილებაში რეგისტრაციის მაგიდამდე
  •  განათავსოს სტუმარი ნომერში და მიუტანოს ბარგი
  •  მოემსახუროს სტუმარს ლობიში ან სხვა ადგილას, საჭიროებისადა მიხედვით
  •  გააკონტროლოს ლობის და მიმღების ტერიტორიის სისუფთავე და წესრიგი
  •  საჭიროებისამებრ შეავსოს და განაახლოს სარეკლამო მასალა
  • აკონტროლოს ბარგის შესანახი ოთახის სისუფთავე და წესრიგი
  •  აწარმოოს ჯგუფური ბარგის ეფექტურად გადაადგილება: მიტანა-მოტანა
  •  ხელი შეუწყოს სტუმართა სწრაფი გასვლის პროცედურას მათთვის გაწეული დახმარების სახით
  •  მიუტანოს სტუმარს ბარგი ტაქსიმდე თუ საკუთარ მანქანამდე, მას შემდეგ, რაც სტუმარი დაასრულებს ანგარიშსწორების პროცედურებს
  •  დაეხმაროს სტუმარს ბარგის ნომრიდან სასტუმროს გასასვლელამდე მიტანაში
  •  ჩაიბაროს და განათავსოს ბარგი საცავში, შეავსოს შესაბამისი ფორმა (დოკუმენტი)და წარუდგინოს სტუმარს

 

 

მოთხოვნები:

  • მართვის მოწომობა
  •  ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.



 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@litzresort.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შვეიცარი (ბელბოი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი