ბარმენი კვარიათში
ბათუმი, სხვა
  • სრული განაკვეთი
03 მაი - 02 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ლიც რეზორეტი“ – 101 ნომრიანი მაღალი კლასის რეზორტი სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.

 

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეებს - ბოულინგს,ბილიარდის კლუბს, საბავშვო ზონას, 3 რესტორანს, სპა ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ჯაზ კლუბს და ა.შ.

 

ცხადდება ვაკანსია ბარმენის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  მიქსოლოგიის, სასმელების დამზადებისა და მომსახურების კარგი ცოდნა;
  •  შეკვეთების დამზადება სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
  •  სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა; 
  •  სტუმრებისთვის ყოველდღიური შეთავაზებების გაცნობა; 
  •  გადახდების შემოწმება; 
  •  ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
  •  ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 



საჭირო უნარები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  •  გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 


 

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

 

 

სამუშაო განაკვეთი : სრული ( ცვლები )

სამუშაო ადგილი: აჭარა

 



დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@litzresort.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბარმენი“

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარმენი