მიმტანი/მოლარე მცხეთაში
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • რუსული,ინგლისური
03 მაი - 02 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“Fresh Café” აცხადებს ვაკანსიას მიმტანი/მოლარის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და უმაღლესი მომსახურების უზრუნველყოფა
  • მენიუს ჩამონათვალში შემავალი დასახელებების და მათი შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა
  • მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს პირად ჰიგიენას, იქონიოს მოწესრიგებული გარეგნობა და უნიფორმა
  • დაიცვას მომხმარებელთან თავაზიანი და პოზიტიური კომუნიკაციის წესები
  • უზრუნველყოს, რომ დარბაზში ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტები დაცული იყოს და შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმებს. 

 

სავალდებულო მოთხოვნები და უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება
  • გუნდში მუშაობის, კომუნიკაციის, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
  • ყურადღებიანი და დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
  • უცხო ენების ცოდნა
  • კარგი მეხსიერება. 
     

სამუშაო გამოცდილების არქონის შემთხვევაში, ადგილზე გაივლიან ტრენინგებს.

 

ანაზღაურება: 1000 ლარი

 

სამუშაო საათები: 09:00-22:00


სამუშაო ადგილი: მცხეთა (სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი, 23-ე კილომეტრი)
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ ფოსტაზე: FreshCafeGroup@gmail.com , სათაურის ველში (subject)მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +955 596 844 848

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი,
მოლარე
მსგავსი განცხადებები
თბილისი
გურჯაანი
სასტუმრო ვაზისუბნის მამული