გარე საწყობის ამგროვებელ - ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
03 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მეამა აცხადებს ვაკანსიას  გლდანში, გარე საწყობის ამგროვებლ - ოპერატორის  პოზიციაზე.  

"მეამა" არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ დაკომპლექტებული გუნდის ხელმძღვანელობით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული შეკვეთების აგროვება;
  • საწყობებში საქონლის მიღება-დასაწყობება, გაცემისა და მარაგების სრული კონტროლი;
  • საწყობში ინვენტარიზაციების ჩატარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში საწყობის უფროსისგან მიღებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
  • ობიექტებისთვის მომარაგების შეკვეთის მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენა A1 
  •  საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია, Sap-ში ან C1 მუშაობის გამოცდილება;

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და მუდმივ განვითარებას

 

სამუშაო ადგილი: გლდანი 

 

 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - გარე  საწყობის ამგროვებელ - ოპერატორი

 რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 მაისი 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

 გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.   გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი