აგრო და ბიზნეს დაკრედიტების საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
13 მაი - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 7 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

თანამდებობა:  აგრო და ბიზნეს დაკრედიტების საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა:  თბილისი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი, 2022 წელი.

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • ორგანიზაციაში არსებული პროცედურების შესაბამისად საკრედიტო კომიტეტის წარმოება;
  • კლიენტის ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი;
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება;
  • გარე ფაქტორების  ანალიზი საკრედიტო რისკის დროულად გამოსავლენად;
  • საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების კონტროლი, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების ძალიან კარგი ცოდნა;
  • ორგანიზაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;


 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური მიმართულებით);
  • ბიზნეს და აგრო დაკრედიტების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების (Excel; Word;)  ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • კრიტიკული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

 

პოზიციის პირობები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00-მდე;
  • სამუშაოს ხანგრძლივობა - მინიმუმ 9 თვე (შესაძლებელია შემდგომში თანამშრომლობის გაგრძელება).

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია  2022  წლის 17 მაისის ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge           

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საბანკო
საკრედიტო რისკები