ბრენდ მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
03 მაი - 02 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანიის შესახებ

 

Veli.Store არის ონლაინ ვაჭრობის ვებგვერდი, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების პროდუქცია. ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ვებგვერდზე შეიძინონ წვრილი ტექნიკა, საოჯახო ქიმია, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ნივთები, წიგნები, საკანცელარიო პროდუქცია და ყველაფერი ის, რაც თანამედროვე სამყაროში კომფორტულ ცხოვრებას აადვილებს. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდები. ჩვენ გამოგვარჩევს მომხმარებელზე ორიენტირება, მომსახურების მაღალი ხარისხი და სწრაფი და იაფი მიწოდება.

 

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მომხმარებლებს ჰქონდეთ სწრაფი წვდომა მათთვის სასურველ პროდუქტებზე, არამედ შევქმნათ სასიამოვნო და ზრდაზე ორიენტირებული გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის.

 

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.

 

veli.store-ს გუნდი ეძებს ბრენდ მენეჯერს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
  • კომპანიაში არსებული ბრენდების პორტფელის მართვა და მათი განვითარება.
  • კომპანიისა და პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და განვითარების მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია, რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან განხილვა;
  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება;
  •  გაყიდვების გეგმების შედგენა, მონიტორინგი, სტიმულირება;
  • მარკეტინგის მიმართულებით ბიუჯეტის შედგენა;
  • მარაგების მართვა;
  • პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოს შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • სახლის მოვლის (ქიმიის) კატეგორიის  ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბრენდ მენეჯერი".

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი