უმცროსი მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 700 - 700
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
03 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ - 09:30 – 17:30; ყოველ მესამე შაბათს 10:00 – 14:00
ანაზღაურება - 700 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების მიღება/რეგისტრაცია/სამედიცინო ისტორიის გახსნა
- ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შესახებ პირველადი შეტყობინების განთავსება;
- საჭიროების შემთხვევაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
- პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება შიდა პროგრამის მეშვეობით და მათი გადამისამართება მოლარესთან;
- პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება;
- უფროსი მენეჯერებისთვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება ოპტიმალურ ვადაში;
- შიდა პროგრამაში უფროსი მენეჯერის მიერ მომზადებული ანგარიშგების ასახვა მაქსიმალური სიზუსტით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- უცხო ენები (ინგლისური, რუსული)
- MS Office-ის ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი მენეჯერი“). გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
რეგისტრატურა