რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
03 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.  

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 65 
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 ან 11:00-19:00, ყოველ მეორე შაბათს 09:30-14:30. 
ანაზღაურება: 600 ლარი 
 

 

ძირითადი ფუნქციები: 

  • პაციენტების რეგისტრაცია; 
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; 
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ; 
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; 
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად. 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა 
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები 
  • ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე) 

 
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი 
 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 

სამედიცინო
რეგისტრატურა