უფროსი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1600 - 1600
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
02 მაი - 01 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ლოიალ ფართნერსი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია ფინანსურ და საგადასახადო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული კადრებით.

ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით ლოიალ ფართნერსმა უმოკლეს დროში დაასაქმა 15 ადამიანი და შეიძინა 70-ზე მეტი პარტნიორი კომპანია. 

ლოიალ ფართნერს აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო გატარებების წარმოება;
  • საბუღალტრო ბაზის გადამოწმება, გატარებების სისწორის კონტროლი;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
  • უმცროსი ბუღალტრებისთვის საქმის სწორად გადანაწილება და შესრულების ვადების კონტროლი;
  • პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.


საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან  ფინანსების მიმართულებით;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1/B2 დონეზე;
  • მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრული პროგრამების ცოდნა (ფინა, სუპერფინი, ბალანსი ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ACCA ჩაითვლება პრიორიტეტად,

 

 პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

 

ანაზღაურება განისაზღვრება დარიცხული 1600 ლარიდან და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@loyal.partners განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უფროსი ბუღალტერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი),
ფინანსები(ზოგადი)