ბუღალტერი/სტაჟიორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
02 მაი - 01 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ლოიალ ფართნერსი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია ფინანსურ და საგადასახადო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული კადრებით.

ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით ლოიალ ფართნერსმა უმოკლეს დროში დაასაქმა 15 ადამიანი და შეიძინა 70-ზე მეტი პარტნიორი კომპანია. 

ლოიალ ფართნერს აცხადებს სამთვიან სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი დასაქმდება ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტში.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სრულყოფილად;
  • MS Office სრულყოფილი ცოდნა;
  • ACCA-ს კურსები ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • სასურველია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება


პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

  

სახელფასო სისტემა:

  • პირველი 3 თვის განმავლობაში ხელზე ასაღები 200 ლარი;
  • 3 თვის შემდეგ, უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე 600 ლარი;
  • 9 თვის შემდეგ ბუღალტრის პოზიციაზე 900-1200 ლარი

 

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამთვიან სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, შეისწავლიან, ფინანსურ სააღრიცხვო პროგრამებს, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@loyal.partners განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი/სტაჟიორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი),
ფინანსები(ზოგადი)