ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
02 მაი - 01 ივნ
სტანდარტი


CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის შემოგარენში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
- სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
- ნომრების სისუფთავე;
- სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
- სველ წერტილებში ცხელი წყალი;
- საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
- საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ.)
- საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი სატენდერო წინადადება 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List დღგ–ს გარეშე: ნომრების რაოდენობა და მათი ღირებულება; საკონფერენციო დარბაზის რაოდენობა და მათი ღირებულება, ასევე 40 პერსონაზე 1 სრული დღის საკონფერენციო სივრცის მომსახურება, ორი ჩაი-ყავა შესვენებითა და ერთი ლანჩით (სავალდებულო);
- 2022 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- ადგილმდებარეობა (თბილისთან სიახლოვე ითვლება უპირატესობად);
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
მობ: +995 591 21 99 11
ელ. ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: www.cenn.org
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი