მოლარე-კონსულტანტი / ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 620 - 700+ ბონუსი
02 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"დიჯი გრუპი" - სასურსათო მაღაზიათა ქსელი- აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის და ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, კანდელაკის 3, თამარაშვილი 13 და ფანასკერტელის 27
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ანაზღაურება მოლარე კონსულტანტი: 620 + საბონუსე ლარი(საშუალოდ).
ადმინისტრატორი 700 ლარი + საბონუსე

ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)

მოვალეობები:

  •  სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  •  სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  •  დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  •  პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  •  მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  •  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  •  გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.


მოთხოვნები:

  •  გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  •  კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  •  სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.


კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: n.kusiani@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი" ან "ადმინისტრატორი".

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
ფილიალების ქსელი,
მოლარე