მშენებლობის ზედამხედველი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
02 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 სამშენებლო  კომპანია  „ოცნების სახლი“ 2014 წლიდან  გამოჩნდა  ქართულ ბაზარზე. კომპანიის   ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა, გააჩნია დეველოპერული პროექტების განხორციელების დიდი  გამოცდილება  საქართველოში. არსებობის მანძილზე,  კომპანიამ წარმატებით დაასრულა 12 დეველოპერული პროექტი. გარდა ამისა, კომპანიას აქვს 6 მიმდინარე პროექტი, რომელთა დასრულებაც იგეგმება პროექტით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით. კომპანია „ოცნების სახლის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია.

სამშენებლო კომპანია „ოცნების სახლი“  აცხადებს  ვაკანსიას  „მშენებლობის ზედამხედველის“  -(პრარაბის) პოზიციაზე:

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ინტერპრეტაცია;
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
  • მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • სამუშაოს ხარისხის კონტროლი (მშენებლობა, რემონტი);
  • პროექტის მიმართულებების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უშუალოდ განხორციელება;
  • სამშენებლო სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; ყოველდღიური მეთვალყურეობა, კონტრაქტორების და მუშა-პერსონალის ზედამხედველობა;
  • გეგმების, ნახაზების და სხვა დოკუმენტაციის გადამოწმება;
  • სამუშაოს და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა და მისი დადასტურება;
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, საჭიროებისამებრ მოლაპარაკებების წარმოება, პროექტის რისკების,  პრობლემების აქტიურად მართვა;
  • მის ობიექტზე დასაქმებული ოსტატებისა და მუშების უშუალო ხელმძღვანელობა,
  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დამკვეთის/კომპანიის მიერ განხორციელებულ და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულს სამშენებლო ობიექტებზე უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • არსებულ პოზიციაზე  მუშაობის არანაკებ 3 წლიანი  სამუშაო გამოცდილება;
  • სტანდარტული საოფისე აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: dreamhouse352@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ „პრარაბი“  წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!

სამშენებლო, უძრავი ქონება
უბნის ზედამხედველი/პრარაბი